შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ვაიმეე, მაგის სახსენებელი მეისპო“-ენდობიან თუ არა გურულები ბიძინა ივანიშვილს?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37609 
 12 აპრილი 2019

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ქვეყანა მნიშვნელოვნად შეეცვალათ. მას შემდეგ კი, მეშვიდე თვეა, საზოგადოება სწორედ იმ მოვლენებს ადევნებს თვალს, თუ რა შეკვეთაზე, რა მიიღეს.

2012 წელს ამომრჩეველმა შეუკვეთა ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ეროვნული ვალუტა, მაგრამ მიიღო 66 %-ით გაუფასურებული ლარი და კეთილდღეობის ნაცვლად 66 პროცენტით ღარიბი ქვეყანა.

2012 წელს საზოგადოებამ შეუკვეთა უსაფრთხო და სამართლიანი ქვეყანა, ხელისუფლებამ კი ციხიდან დამნაშავეები უანგარიშოდ გამოუშვა. შედეგად კი აყვავებული კრიმინალი მივიღეთ.

საზოგადოებამ მიიღო მძიმე სოციალური მდგომაროება.  6 წლის წინ დაწყებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიუხედავად ჯანდაცვის სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულ მაჩვენებელი.

ხალხმა მოითხოვა ძალაუფლების ხალხის ხელში დაბრუნება, თუმცა შედეგად მივიღეთ ხელისუფლების მსახურად ქცეული ხალხი და მშიერი ამომრჩევლები გაზულუქებული, მილიონერი ხელისუფლების ფონზე.

 კიდევ ბევრი რამის მოლოდინი ჰქონდა ხალხს 7 წლის წინ, თუმცა, ამდენივე წელია, მხოლოდ იმას ვისმენთ, რომ ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ხალხს უჭირს ამის დანახვა.

ვხედავთ, როგორც იხარჯება მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელისუფლების ღრეობისთვის და ვისმენთ იმასაც, რომ ეს ჩვენ არასწორად გვესმის.

„ოცნების“ ხელისუფლების მეექვსე წლის თავზე, საარჩევნოდ მოვისმინეთ კიდევ ერთი დაპირება, ამჯერადაც  ივანიშვილისგან, რომ ხმების სანაცვლოდ ის ერთ წელიწადში ააშენებდა და დაალაგებდა ეკონომიურად  წაქცეულ  ქვეყანას, რაზეც ნერვიულობამ ლამის ლოგინად ჩააგდო „ქვეყნის მთავარი“.

დაპირებიდან დაპირებამდე მცხოვრებმა მოსახლეობამ დავინახეთ ისიც, რომ გასულ წელს საარჩევნოდ მოცემული პირობიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ეკლესიამ სარგებელი ნახა და ისედაც, ბიუჯეტიდან 25 მილიონის მქონე საპატრიორქოს გავლენის ქვეშ არსებულ

 მოუხატავ და მშენებლობა დაუსრულებელ ტაძრებს, ისევ ივანიშვილის ფული შეალამაზებს.

მთავრობას სჯერავს რომ ყველაფერი კარგადაა და ხალხს ოპოზიცია ატყუებს, ოპოზიციას რისი სჯერა, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ რამდენად სჯერავს ხალხს იმის, რასაც აკეთებს და ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი და  რამდენად დიდია მათი მხრიდან ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი, ამ კითხვით „გურიის მოამბემ“ ადგილობრივებს მიმართა და მათი შეფასებებიც მოისმინა.:

ი. ტრაპაიძე - რას ვენდობი ბიძინას?  არც ერთ ვარიანტში! არაფერში არ ვენდობი! მისდა სასარგებლოდ აკეთებს ყველაფერს. ჩემი აზრით ,   მაგას  მისი  საქციელიდან გამომდინარე, საქართველო ქართველების გარეშე უნდა.  რა გააკეტა,  იმ დაპირებული ერთი  წლიდან,  აგერ უკვე 4 თვეა გასული და არის გამე გაკეტებული? ეგება მე ვერ ვხედავ და თქვენ  ხედავთ რამეს გაკეტებულს?  ეცადეთ მალე მოგვაშოროთ  ეს კაცი. მაგრამ თაყვანისმცემლებიც   რომ ჰყავს,  ალბათ,  აგიპნოზებს  ამ ხალხს.

კ. კაკალაძე - როცა მოვიდა მაშინ  ვიცოდით, რომ იტყუებოდა. ის დრო  კარგი იყო,   ღია წერილით  რომ არ გამოდიოდა. აი, მაშინ კი აკეთებდა ყველაფერს. მოგვაშორეთ  ეს ადამიანი, სანამ გადათხარა  ყველაფერი და სანამ ერთი  ხე მაინცაა ნორმალურად ტყეში. დასაქმებული  ჰყავს  მაღალ ხელფასებზე უაზრო  ხალხი  და  ეთაყვანებიან ისინი.

ზ.ვ. - ვაიმე  დედა, რა ბიძინა? არაა, ნამდვილად არ ვენდობი ბიძინას.  მაგან ამოწურა  ყველანაირი ნდობის ფაქტორი  და   ვსიო, დამთავრდა მაგისთვის ყველაფერი. 7 წელია არაფერი გაუკეთებია და ახლა გააკეთებს ერთ წელიწადში?

გულიკო ხომერიკი - ვაიმეე, მაგის სახსენებელი მეისპო. რას მიგავს  ეს ხელები კლდეზე ნაპოტიალები.  მომავლის იმედი  გარდა ჩემი  ხელებისა, არავის არ მაქ. ისევლე მინდა, რო მიშა მევიდეს. გავაქციეთ, გადავაგდეთ, მეზიზღებოდა მარა, მინდა მოვიდეს. ეგება გვეშველოს რამე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია