შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მედროვე და ჯალათების ასპარეზად ქცეული პარტია — ვატო შაქარიშვილი ქართულ ოცნებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37640 
 13 აპრილი 2019

ქართული ოცნების საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მედროვე და ჯალათების ოცნებების ასრულების პარტიად იქცა.

"ერთის მხრივ ჩვენ გვყავს მოძალადე პოლიტიკური პარტია, რევანშსმყოწყურებული. მეორეს მხრივ მედროვე და სააკაშვილის-ადეიშვილის ჯალათების ასპარეზად ქცეული ქართული ოცნება. სამწუხარო რეალობაა ესეც. ეს აღარ არის ქართული ოცნება, ეს გადაიქცა რეალურად მურუსიძის, ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის ოცნებების ასრულების ასპარეზად", — განაცხადა შაქარიშვილმა მოძრაობა დაიცავი საქართველოს  პრეზენტაციაზე.

შაქარიშვილის თქმით, ვერავინ გააქრობს იმ წვილს, რაც 7 წლის წინანდელმა ბრძოლამ მოიუტანა ქვეყანას, მაგრამ მართველი გუნდი არაადეკვატურად აღიქვამს დღევანდელ რეალობას და ქვეყანას პერსპექტივას ვერ სთავაზობს. მისი თქმით, ეს დაპირება არ მიუციათ მოსახლეობისთვის რამდენიმე თვის წინ საარჩევნო პერიოდში და ამიტომ საჭიროა სათავე დაუდონ ახალ პოლიტიკურ ასპარეზს.

მოძრაობა დაიცავი საქართველოს სათავე ქართული ოცნების ყოფილმა მხარდამჭერმა, დავით მაღრაძემ დაარსა. მაღრაძის განცხადებით, მოძრაობის მიზანია საზოგადოების დაცვა იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც მათზე არ ზრუნავენ.

on.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება