შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც არის მართვის სადავეებთან"- ეკა ბესელია დაიცავი საქართველოს შეკრებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37642 
 13 აპრილი 2019

„დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე მისული ეკა ბესელიას თქმით, შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს წარსულის დაბრუნება და ყველა ის ადამიანი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ვისაც მიაჩნია, რომ ძალადობა დღესაც დასაშვებია. აღნიშნული კომენტარი ბესელიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ჟურნალისტმა მას კითხა, ემიჯნებოდნენ თუ არა ახალი მოძრაობის თანამოაზრეები ბიძინა ივანიშვილს:

„ამიტომ, პიროვნებები კი არ არის აქ ჩვენი სამიზნე, არამედ გვინდა ცვლილებები, ვებრძვით იმას, რომ არ მოხდეს წარსულის აღზევება და ამ ცვლილებების პროცესში გვინდა, რომ იყოს უკეთესი რეალობა, ეს არის მთავარი იდეა. ამიტომ უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც არის მართვის სადავეებთან და ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც წარსულში ხდებოდა ძალადობის სახით, დღეს შეიძლება, ეს იყოს დასაშვები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია