შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მცხოვრებ შშმ პირებს სამედიცინო ეტლები გადასცეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37617 
 12 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადასცეს.

აღნიშნული დახმარება საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ ოზურგეთის სოფლებში (ბაილეთი, დაბა ნარუჯა, ბოხვაური, ლიხაური, მერია) მცხოვრებ ბენეფიციარებს გაეწიათ.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, ბენეფიციარებს სახლში ესტუმრა და ეტლები გადასცა.

პროექტი საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ ხორციელდება.

ასოციაციამ 2014 წლიდან - დღემდე რეგიონის მასშტაბით 600-მდე ეტლი დაარიგა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია