შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

9 აპრილიდან 9 აპრილამდე - მოგონებები 30 წლის შემდეგ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37637 
 13 აპრილი 2019

გოჩა ურუშაძე - ლანჩხუთი - 9 აპრილის მოვლენების  მონაწილე:

„დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეა, გარდა იმისა რომ გლოვის დღეც არის. მახსოვს 6 აპრილს, ლიდერებმა ზვიადმა და მერაბმა დაგვიბარეს სტუდენტები, მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი,უნდა წამოვსულიყავით რაიონებში ჩვენ დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესი უნდა გაგვეფართოვებინა ტერიტორიულად. წამოვედი 14 რაიონში, რაღაცნაირად ღვთის ნებით გადავრჩით ლანჩხუთის დელეგაცია, დანარჩენები  ქუთაისში და ბათუმში დააპატიმრეს, ჩვენ მოვახერხეთ 8 აპრილს დიდი მიტინგის ჩატარება, 9 აპრილი დაგვათენდა თავზე. ძალიან ისტორიული მნიშვნელობა აქვს იმას რომ თბილისის შემდეგ ლანჩხუთში ჩატარდა ეს აქცია,პროცესები ამით არ დასრულებულა, მაშინ ზვიადი და მერაბი დაჭერილი იყო. 6 მაისს გვქონდა დიდი აქცია დასავლეთის მაშტაბით, მერე ბათუმში ჩავედით ოზურგეთის დელეგაცია,  ჩოხატაურის, სამტრედიის,ქობულეთის დელეგაციაც შემოგვიერთდა. იქ ძალიან გრანდიოზული მიტინგი მოეწყო. მე გავიხსენებდი კიდევ ნაგომარის შეხვედრას,გვქონდა იმ დღეებში შეხვედრა 9 აპრილთან დაკავშირებით. გურულები თურმე ბრძოლის წინ ლანჩხუთი,ჩოხატაური და ოზურგეთი იკრიბებოდა ნაგომარში და ასეთი სიმბოლური აქცია გავაკეთეთ. მე მომიწია დროშის ჩამოტანა მაშინ ლანჩხუთში. გაუნელებელი სინედლეა ეკა ბაქრაძის,,მაშინ პატარა გოგო იყო, 9 აპრილს ლექსი გამახსენდა : „შენ გაზაფხულის სევდიანი სიმღერა გერგო,გაუსაძლისი ტკივილივით უნდა აყვავდე“

 

 

ვახტანგ მამეიშვილი,მხატვარი, გასული საუკუნის 80 იან წლებში ეროვნული მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელი ოზურგეთში:

„როდესაც 9 აპრილის დარბევა მოხდა, ჩვენთან ჯერ კიდევ არ იცოდნენ , დილით მოვიდა ხმები და ყველანი სპონტანურად შევიკრიბეთ შემოქმედის მონასტერში, ახლა მამა იოანე რომ არის,მაშინ არ იყო მღვდელი, უბრალოდ თქვა საზოგადოება სადახართ, რატომ არ ამბობთ არაფერს? რომ გაგვეგო რა ხდებოდა 9 აპრილს თბილისი,მე და დათო ტაკიძე წავედით მაშინდელ რაიკომის მდივანთან მან გვითხრა ჩემი ქალიშვილიც იყო იქო და მე არ ვიცი ზუსტადო, მაგრამ ტანკებმა გადაუარა მანქანებს და მსხვერპლი არისო, რამდენია არ ვიციო და დავაზუსტებ ყველაფერსო. ჩვენ ვუთხარით რომ ვაკეთებით დიდ მიტინგს თეატრის წინ, მან გვთხოვა რომ სამუსაო საათის მერე იყოსო, შევთანხმდით რო 5 საათზე იქნებოდა, მაგრამ 3 საათზე უკვე იმდენი ხალხი შეიკრიბა, იძულებული გავხდით გაგვეხსნა მიტინგი.

პირველი სიტყვა თქვა დათო ტაკიძემ, შემდეგ მე ვთქვი, მერე სხვებმაც და ისეთი ხალხიც გამოვიდა, რომლებსაც "ჭიპი ქონდათ კომუნისტებზე მიჭრილი", მაგრამ გულში საქართველოს სიყვარული ქონდათ,  გაიღვიძა ამ გრძნობამ და თქვეს სიტყვები. მოვიდა აღმასკომის თავჯდომარე, რაიკომის ხალხი და გვითხრეს რომ ჯარი გამზადებულია მერიაში, გამზადებულია ბათუმში და მოდის უკვე აქეთო, დაგვარბევენო და სასწრაფოდ დაიშალეთო. მე ვთქვი ხალხნო დავიშალოთ თუ არა, გამოვიდა გიორგი თავაძე მეცნიერ მუშაკი ანასეულიდან და იმან თქვა რომ, ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ სიმართლეს არ გავიგებთო. მიტინგი გაგრძელდა, ხალხი ღელავდა, მამა ნიკოლოზთან მივიდნენ და უთხრეს, ხალხი წაიყვანე როგორმე აქედანო, პარაკლისი ხომ უნდა გადაიხადოთო. მამა ნიკოლოზმა გვითხრა წავედით შემოქმედშიო და ფეხით მივდიოდით, გვიერთდებოდა ხალხი,  დაახლოებით 10 000 კაცი შეიკრიბა შემოქმედის მონასტრის გარშემო, საფლავებზეც სულ ხალხი იდგა. 

მე გამოვედი სამრეკლოზე  და იქიდან დავგმე ეს მოქმედება, და დავტოვე  „კომუნისტური პარტიის“  მანდატი და ყველას მოვუწოდე იგივე გაეკეთებინათ. ეს არის ისეთი რამ, რომლის პატიება არ შეიძლება და ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. შემდეგ გამოვიდა ავთო კალანდაძე, მან ილაპარაკა რაც მოხდა, იქ იყო გელა ლანჩავა  რომელიც იყო დაჭრილი ნიჩაბით ბარძაყში. ამის შემდეგ დავიშალეთ, უშიშროებამ დამიბარა ბოჭორიშვილი იყო. მეორე დღეს ბიჭებს ვუთხარი, საციმბირედ ვარ ალბად გამზადებული მეთქი და ვიქეიფეთ და ნასვამი მივედი ბოჭორიშვილთან და სხვათაშორის ადგა ფეხზე და მითხრა, ეს რა ჩიდინეთ ბატონო ვახტანგ, მე ვუთხარი, მე ჩავიდინე თუ თქვენ ჩაიდინეთ მეთქი. პატრიოტიზმში ნუ მეჯიბრებიო,მე შენზე მეტი საქმე მაქვს განაკეთებიო.  ამ პოლემიკაში დაურეკეს სასწრაფოდ მოდიო, გამოვიდა იქედან, ხვალე კიდე მოხვალ ჩემთანო და ონკანზე გადაიბანა ხელი. პილატესავით იბანთ ხელს მეთქი -ვუთხარი, ცოტა ჩაეღიმა.

მაშინ 70 კაცმა დატოვა ორ დღეში პარტია, მერე ჩვენ მიტინგები გვქონდა თეატრის წინ. ბოჭორიშვილი ერთი კვირის შემდეგ შემხვდა რაიკომში და მითხრა მესხებთან შენ კარგი ურთიერთობა ხომ გაქვსო, რა ხალხიაო, ვუთხარი, ჩვენთანაა სუყველა, ყველა პატრიოტი და ქართული გვარის ხალხია იქმეთქი.

 


ირმა სალუქვაძე, ნინო თოიძის დისშვილი:

მე მაშინ მე 8 კლასში ვიყავი,ეს იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ოჯახისთვის, ის იყო ძალიან განსხვავებული პიროვნება, რომ გავიგებდით ნინო ჩამოვიდა, საქმეს გადავდებდით და მასთან გავრბოდით. პირველად მე გავიგე ნინოს გარდაცვალების ამბავი და ძალიან გამიჭირდა დედაჩემისთვის ამის თქმა. მოვატყუე მახსოვს და ის მიმიხვდა რომ ნინო აღარ გვყავდა, დედაჩემს მაინც ეგონა ბოლო წუთამდე რომ ის იყო ცოცხალი.

იმ ღამეს სახლში არ დაბრუნდა და ბიძაჩემები ეძებდნენ და როგორც ვიცი სავადმყოფოდან მოიპარეს ნინო რომ იქ გაკვეთა არ მომხდარიყო, სასწრაფოს მანქანაში ,გადაფარებული ქონდათ რაღაცეები, რომ არ წაერთმიათ მიცვალებული. რამდენიმე დღე აქაც ვათევდით ღამეებს რომ არ მოეთხარათ საფლავი.დავაარსეთ და კვლავ აგრძელებს მუშაობას „ნინო თოიძის საზოგადოება“ რომლის დაკვეთითაც გაიმართება 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩვენთან კლუბში, 

 

 

ნიკა გორდელაძე; 9 აპრილის აქციის მონაწილე:

„დიდი ტრაგედია მოხდა 9 აპრილს,რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა,მადლობა იმ გმირებს, ვის მარწუხებზეც გადაიარა ამ ყველაფერმა. მე იქ ვიყავი,ხალხი არეული იყო, ვინ რას შვებოდა ვერ გაიგებდი; ისეთი  ფაქტი მოხდა, ხალხი პირდაპირ ტყვიაზე მიდიოდა და მოხდა კიდეც ასე,ხალხი ნიჩბებით ,ქვებით,მომწავლავი გაზით დახოცეს, მე სავადმყოფოში მოვხვდი,მოვიწამლე, კაცმა არ იცის რა გაზი იყო. იმ დროს ხალხი ერთმანეთის გვერდში იდგა და ვცდილობდით ერთმანეთის გადარჩენას, ყველას გვინდოდა ქართველების აღორძინება და სიკეთე, ყველა ფიქრობდა რითი გაეჩერებინა ტანკები,ნიჩბები, მე გონება დავკარგე და აზრზე საავადმყოფოში მოვედი, იქმდე არაფერი მახსოვს. მადლობა იმ გმირებს,რომელთა ხარჯზე თავისუფლება მოიპოვა საქართველომ".

 

 

********************

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია