შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამიცრუა - უცნობი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37639 
 13 აპრილი 2019

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამიცრუა. ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ ფილარმონიაში მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

“მე მომხრე ვარ ახალგაზრდა, ახალი ძალები წამოვიდნენ, თავის ქვეყანაზე შეყვარებულები. მე ვარ იქ, სადაც ვხედავ რომ საქართველოს უჭირს. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამიცრუა.

რაგან მეგონა, რომ ეს ადამიანი, რასაც იძახდა თავის სიტყვას არ გადავიდოდა, რომ წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან, ის გადავიდოდა ოპოზოციაში და მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა. არ მომწონს დღეს რაც ხდება და მინდა რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს“ შეკრება დღეს ფილარმონიაში იმართება. შეხვედრას ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, საკრებულოს დეპუტტები ვატო შაქარიშვილი, ბექა ჯიშკარიანი ესწრებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა