შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში, მმართველ პარტიაში, ქაოსი და დაპირისპირება გრძელდება - ისარგებლებს თუ არა ამით ოპოზიცია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37641 
 13 აპრილი 2019

გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში 19 მასისისათვის დანიშნული შუალედური არჩევნებისათვის მზადება დაიწყო, როგორც ოპოზიციამ, ასევე სახელისუფლებო პარტიამ თავიანთი კანდიდატები ერთიმეორეს მიყოლებით წარადგინეს.

"ქართული ოცნება" პომპეზურობას შეეცადა და პრეზენტაცია საღამოს შვიდის ნახევარზე, პარტიის ოზურგეთის ოფისის წინ დანიშნა, თუმცა დავით მდინარაძის წარდგენა ადგილობრივებს საკუთარი ძალებით მოუწიათ, რადგან თბილისიდან გურიისათვის, როგორც ყოველთვის, ვერც ამჯერად მიიცალეს.

"ქართული ოცნებისაგან" განსხვავებით, საკუთარი კანდიდატის წარდგენა "ევროპულმა საქართველომ" სამუშაო რეჟიმში გადაწყვიტა და კობა ზაქარეიშვილი ხელისუფლების "ჩავარდნილი პომპეზურობიდან" მეორე დღესვე, ანასეულის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გაგვაცნეს.

რითაც, ფაქტიურად, ოზურგეთში გამოკლებული წევრის ნაცვლად შუალედური საკრებულოს არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანია "გახსნილად" გამოცხადდა.

"ოცნების" პრეზენტაციიდან გასაგები გახდა რომ მამრთველი პარტია და ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე კვლავაც ერთმანეთს უპირისპირდება. სწორედ ამის გამოძახილი იყო ამ ღონისძიებაზე ოზურგეთის მერის, კოტე შარაშენიძის "იგნორი" და მერაბ ჭანუყვაძის დომინირება.

ჭანუყვაძის ახირება "ყველას მინუს შარაშენიძე" შესაძლოა  მმართველი პარტიის ადგილობრივი "ქურუმებისათვის" (თუკი ასეთები ჯერ კიდევ შემორჩა), საკუთარი "ეგოს" "დანაყრების" დიდებული შესაძლებლობა იყოს, თუმცა თუ თბილისში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ასევე ცენტრში მმართველი პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას გავაანალიზებთ ოპოზიციას მშვენიერი შანსები უჩნდება გამარჯვებისთვის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ "ოცნების" კანდიდატს "ზურგს არცთუისე კარგი წარსული უმაგრებს", და თანაც ოპოზიციის კანდიდატის პრეზენტაციაზე "ევროპული საქართველოდან" ოზურგეთი უშუალოდ მისმა ლიდერმა , გიგი უგულავამ, აკაკი ბობოხიძესთან და ლაშა დამენიასთან ერთად დააფასა. თანაც აღნიშნული პარტიის ლიდერები, რომელთა ნაკლებობას და დეფიციტს "ევროპული საქართველო" ნამდვილად არ განიცდის, ოზურგეთის ხშირი, მეტიც ყოველდღიური სტუმრები იქნებიან.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია