შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ დეპრესია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37628 
 13 აპრილი 2019

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მა ჰქო­ნი­ათ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რა­მაც შემ­დგომ მათ ფსი­ქი­კას გარ­კვე­უ­ლი ტრამ­ვა მი­ა­ყე­ნა, ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ დეპ­რე­სი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა დეპ­რე­სია მხო­ლოდ ერთი სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით არ აიხ­სნე­ბა, მას აქვს თან­მხლე­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი.

დეპ­რე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ერთი რო­მე­ლი­მე პრობ­ლე­მით არ შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რად­გა­ნაც გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მრა­ვალ­გვა­რია.

დეპ­რე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ცდა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, სირ­ცხვი­ლი და და­ბალ იერ­არ­ქი­ულ სა­ფე­ხურ­ზე ყოფ­ნა. ამა­ვე დროს, სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ჩნდე­ბა "ხა­ფან­გში გაბ­მუ­ლო­ბის" გან­ცდაც.

დეპ­რე­სია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ემო­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ დეპ­რე­სია აქვს, გუ­ლის­ხმობს დაქ­ვე­ი­თე­ბულ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას. ის ყო­ველ­თვის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბა. მო­წყე­ნი­ლო­ბის, ან ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდის დროს აქვს ორი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლუ­სი, რო­მე­ლიც ნორ­მა­ში ჯდე­ბა და ბა­ნა­ლუ­რი მო­წყე­ნი­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ი­გი­ვოთ მე­დი­ცი­ნა­ში და კერ­ძოდ, ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მინ დეპ­რე­სი­ას­თან. როცა ფსი­ქი­ატ­რი ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს დეპ­რე­სია აქვს, აქ სიმპტომ­თა გარ­კვე­ულ ჩა­მო­ნათ­ვალს გუ­ლის­ხმობს - ანუ 5 სიმპტო­მი ერ­თდრო­უ­ლად, სულ მცი­რე 2 კვი­რის მან­ძილ­ზე მა­ინც არ­სე­ბობს.

დეპ­რე­სი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი ვა­რი­ა­ბი­ლუ­რია და 4 ჯგუ­ფად იყო­ფა:

  • პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი - ემო­ცი­უ­რი სფე­როს სიმპტო­მე­ბი: მო­წყე­ნი­ლო­ბა, შფოთ­ვა, ბრა­ზი, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის მერ­ყე­ო­ბა, სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა, გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლო­ბა.
  • მე­ო­რე ჯგუ­ფი ქცე­ვას ეხე­ბა - ეს შე­იძ­ლე­ბა ტი­რი­ლით, სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­მუხ­რუ­ჭე­ბით იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი, ასე­ვე მცდე­ლო­ბით, რომ თავი აა­რი­დოს მე­გობ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი უარ­ყო­ფაა. ამ ქცე­ვის ჯგუფ­ში ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა (გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლურ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა), უფრო ნელა მოძ­რა­ობს. თუ ამას შფოთ­ვაც ემა­ტე­ბა, შე­იძ­ლე­ბა აჟი­ტი­რე­ბუ­ლიც იყოს, დამ­შვი­დე­ბას ვერ ახერ­ხებ­დეს;
  • მე­სა­მე ჯგუ­ფი ეს მხო­ლოდ კოგ­ნი­ტი­უ­რი სიმპტო­მე­ბია - აზ­რე­ბია, ანუ სა­კუ­თა­რი თა­ვის კრი­ტი­კა, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, რის გა­მოც ხში­რად პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს, რომ მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა. ეს კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სუ­ი­ციდ­სა და სიკ­ვდილ­ზეც გა­უჩ­ნდეს აზ­რე­ბი.
  • მე­ო­თხე ჯგუფს ახ­ლავს ფი­ზი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი: ენერ­გი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, ზედ­მე­ტი ძი­ლი­ა­ნო­ბა ან უძი­ლო­ბა, წო­ნის მო­მა­ტე­ბა, ან დაკ­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, უც­ნა­უ­რი ტკი­ვი­ლე­ბი და მცდე­ლო­ბა, რომ ეს ტკი­ვი­ლე­ბი ჩა­იხ­შოს, ვთქვათ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ან სხვა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით..

შპს "ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ნინო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი ვრცლად აღნიშნულ თემაზე "ამბები გე."-ს ესაუბრა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია