შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით მდინარაძეს პოლიცია კითხავს-ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში თავი ჩამოიხრჩო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37663 
 14 აპრილი 2019

ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში მომხდარი თვითმკვლეობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

ამ წუთებში საავადმყოფოს დირექტორს, "ოცნებიდან" მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით მდინარაძეს პოლიცია  კითხავს. 

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრიულა ოზურგეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა.

ჯერ ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და ოჯახში მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. 

თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

ხეზე ჩამომხრჩვალი მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა