შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის დამმარცხებელი, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დიდი კოალიციაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37671 
 14 აპრილი 2019

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი კოალიცია და მასთან მოთანამშრომლე პატარ-პატარა ჯგუფებია,  „ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში“.

„გრიგოლ ვაშაძე ყველაზე წარმატებული  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა; განახლება მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტსაბჭო შეივსო ახალი ხალხით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ აი, ეს განახლების პროცესი აადვილებს, შესაძლებლობას ქმნის, რომ დაიძლიოს, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რაღაც პოლიტიკურ კეთრად აღქმის პროცესი.მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის მარცხის ფორმულა ხელისუფლებასთან ჭიდილში, თორემ სოლიდურად მიიღებენ ხმებს და ისევ იქნებიან ოპოზიციაში. მარტო ანტიმიშისტები - ეს არის ასევე მარცხის ფორმულა, ამიტომ, გვინდა-არ გვინდა, ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ჩვენი საზოგადოების დაკვეთა ეს არის - დიდი, ფართო, სათანამშრომლო ფორმატი სხვადასხვა ფორმის, დიდი კოალიცია, კიდევ პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ამ კოალიციასთან თანამშრომლობენ, ეს არის ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში“, განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია