შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის ტყეში ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37657 
 14 აპრილი 2019

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედი-გომი-ვაკიჯვარის საზღვარზე, დასახლებული პუნქტიდან 10 კმ დაშორებით გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. 

ცეცხლმა, რომელიც დღის მეორე ნახევარში  ჯერ ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, შემდეგ კი ხეებს მოედო, დაახლოებით 15  ჰა ტერიტორია მოიცვა.  

როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, ჩუნიის ტყეში ამ ეტაპისთვის 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. დამატებითი ცოცხალი ძალა მოვიდა აჭარიდან და სამეგრელოდან. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. 

ფოტო ადგილიდან.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია