შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სროლა ოზურგეთში-შსს: ქამადაძის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37661 
 14 აპრილი 2019

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთის სოფელ ხვარბეთში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

მათი ინფორმაციით,  ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით აქყტიური საგამოძიებო მოქმედედბები მიმდინარეობს. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში მცხოვრებ თემურ ქამადაძის საცხოვრებელ სახლს გუშინ ღამით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თავად ქამადაძემ აცნობა. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ის ირწმუნებოდა, რომ ამ მეთოდს მის შესაშინებლად მიმართეს. 

როგორც ის გვუებნებოდა, მის ჭიშკართან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც რამდენჯერმე სახლის მიმართულებით ისროლეს. 

"რამდენიმე გასროლა იყო. მანქანიდან ისროილეს. ხმაურზე მეზობლები გამოვარდნენ. ახლა ჩემთან არიან"-გვითხრა მან.

ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა. მისი მტკიცებით, ეს გაზეთში გამოქვეყნებული წერილის გამო მოხდა, სადაც ის პოლიციასა და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს, რომლებმაც უკვე 2 წელია მისი გაქურდვის ფაქტი არ გამოიძიეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია