შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღეს იმ ენის დღეა, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" შექმნა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37664 
 14 აპრილი 2019

დღეს დედაენის დღეა. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

"დღეს ჩვენი მშობლიური ენის დღეა, იმ ენისა, ძალიან რომ გვიყვარს, მაგრამ ფეხქვეშ ვიფენთ და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ცოცხალი ორგანიზმია.
ხოლო როცა ეს მიზეზი გასამართლებლად არ გვადგება, მეტიჩრობას ვიწყებთ. 
დღეს იმ ენის დღეა, ძეგლი რომ დავუდგით, მაგრამ ვხედავთ, რომ ძეგლი ძეგლადვე დარჩა.
დღეს იმ ენის დღეა, 1978 წელს მთელმა ერმა დიდი ბრძოლით რომ დაიცვა, მაგრამ ამ ბრძოლას პატივი არ ვეცით.
დღეს იმ ენის დღეა, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" შექმნა, თავსაც სამართლიანად ვიწონებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქართულ სიტყვებს უცხოურით ვანაცვლებთ.
დღეს იმ ენის დღეა, ულამაზესი დამწერლობა რომ შექმნა, მაგრამ უგულვებელყოფთ და წარწერებს ლათინურით ვანაცვლებთ.
დღეს ჩვენი მშობლიური ენის დღეა. ერთ-ერთი უძველესი ენის.
გილოვავთ!
ენა, რომელიც ერის თვითმყოფადობის სარკეა, სწორედ სარკესავით უნდა ბზინავდეს.

ჭუჭყიან სარკეში ჩახედვა და თავის მოწონება კი, არმგონია, ვინმეს მოსწონდე-ამ პოსტით ეხმაურება ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი დედა ენის დღეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია