შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში „ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30580 
 16 აპრილი 2019
დღეს გურჯაანში რუსთაველის ქუჩაზე „ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა. ბეკოს გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, საქართველოში ეს უკვე 765-მაღაზიაა.


„საკმაოდ ლამაზი მაღაზია გავხსენით გურჯაანში. დღეს და ხვალ იქნება კარგი აქციები, ვინც მაღაზიაში მოვა, ფასდაკლებით ისარგებლებს. ხარისხი არის მაღალი და ფასი კი - მისაღები. ბეკო არის ისეთი ხარისხიანი ბრენდი, რომელიც არ ფუჭდება. ჩვენ ვფართოვდებით, ბეკოს ქსელში გვემატება ახალი მოდელები. ამის შემდეგ კიდევ ბევრ დიდ მაღაზიას გავხსნით საქართველოს მასშტაბით. “


გურჯაანში ბეკოს ოფიციალური დილერის ნიკა გეთიაშვილის თქმით, დღეს და ხვალ მაღაზიაში 20-25% -იანი ფასდაკლება იქნება.
„მომხმარებელს შეუძლია უფრო მაღალი დონის მომსახურება მიიღოს ვიდრე აქამდე იყო. ეს მაღაზია არის ახალი სიტყვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობაში. გვინდა დავამკვიდროთ გურჯაანში მაღალი მომსახურების დონე და სერვისი. დღეს და ხვალ 20-25 პროცენტიანი ფასდაკლებები გვექნება. ბევრი ბრენდი დაგვემატა. ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობრძანდეს. ჩვენთან უკვე ოთხწლიანი საგარანტიო სისტემა მოქმედებს.“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია