შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდაში სურსათის სააგენტომ ის საცხობი დახურა, რომელიც სკოლას ამარაგებდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22227 
 15 აპრილი 2019
საცხობრში, რომელიც დაკეტეს, კედელი და ჭერი ცუდ მდგომარეობაშია: „იყო კონდენსატიც. ასევე, პროდუქტის დასამზადებელი ინვენტარი იყო კოროზირებული და დაბინძურებული. დაბიძნურებული იყო პროდუქტის გადასაზიდი საშუალებაც, მეორად ყუთებს იყენებდნენ სკოლაში საკვების გადასატანად“.სკოლაში, რომელსაც საცხობი ამარაგებდა, 200–ზე მეტი ბავში სწავლობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ვიდრე საწარმო პირობებს არ გამოასწორებს, ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონლური სამმართველო რეგიონში კვების ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს. [მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება