შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22240 
 16 აპრილი 2019
ორსართულიან კორპუსში სულ ოთხი ბინაა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ, მხოლოდ ჟუჟუნა ზედგინიძე შემორჩა, სხვებმა სახლები დაკეტეს და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. ზედგინიძე პირველ სართულზე ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ყოველი წვიმის დროს კორპუსის სახურავიდან წყალი ისე ჟონავს, რომ მის სახლამდე აღწევს და ოთახებს აზიანებს. „სულ დამპალია კოჭები, ოდნავ თოვლი, რომ დააწვეს ნახევარ სახლს სახურავს გადახდის. მთლიანად თუ არ შეიცვალა, ისე ვერ გამაგრდება ეგ. აქ ვინც ცხოვრობდნენ იმათ კი ველაპარაკე, რომ ფული აგვეგროვებინა და გაგვეკეთებინა, რადგან მათი სახლებიც ზიანდება, მაგრამ ვერ შევკრიბეთ თანხა“, – გვიყვება ზედგინიძე. აღნიშნული კორპუსის სახურავი რომ დაზიანებულია, ახალციხის მერიაში იციან. შარშან მრავალბინინიანი კორპუსების რეაბილიტაციის დროს, თვითმმართველობების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ჟუჟუნა ზედგინიძეს გადასახურად თუნუქიც მისცეს. „წყალი, რომ ნახეს ჩამოსული სახლში, მომცეს სახურავი, მაგრამ გარაჟში მაქვს დალაგებული. ხელოსანი რომ მოვიყვანე იმან მითხრა, კოჭები თუ არ გამოცვალე, ამას ვერაფერზე დავამაგრებთო. პენსიონერი ვარ, მე არც კოჭების საყიდელი ფული მაქვს და არც გადახურვის“, – ამბობს ჟუჟუნა ზედგინიძე. როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ მერიას კორპუსის გადახურვა არაერთხელ სთხოვა: „ამ წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვაქვს და მომავალი წლისთვის დაგეხმარებითო. მომავალ წელს ეს სახლი სულ ჩამოინგრევა, ყველა კუთხეში წყალი ჩამოდის, რომ გაწვიმდება“. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ქალაქში მრავალბინიანი სახლების გადახურვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და აღნიშნული კორპუსიც გადაიხურება, თუმცა ეს წელს იქნება თუ მომავალ წელს, ჯერ არ იციან: "ასევე შეკეთდება კიბეც, ისიც ავარიულია. რაც შეეხება მაგ კორპუსში მცხოვრებისთვის გადასახურ მასალას, მას თუნუქი იმიტომ მივეცით, რომ მაშინ სახურავი სტიქიამ დააზიანა". [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

სოფელი მთაში [ფოტო]