შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა სწავლობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38118 
 16 აპრილი 2019

კახეთში მოქალაქე მალხაზ მთავრიშვილის გარდაცვალების ფაქტს, რომლის ოჯახის წევრებიც სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, პროკურატურა სწავლობს. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოებას დეტალები უახლოეს დღეებში ეცოდინება.
„ამ ამბავის დეტალური შესწავლა მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან იქ საფუძველი არ არსებობდა, მიმდინარეობს – მერამდენე დღეს მოხდა მიმართვა, როდის მოხდა შემთხვევა ეს დეტალურად იქნება შესწავლილი და საზოგადოებას და მხარეს ეცოდინება”, – განაცხადა შს მინისტრმა.

აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო.
მამაკაცი, რომლის ოჯახიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, 2-კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. სოფელ კაჭრეთში მალხაზ მთავრიშვილის ნათესავები ამტკიცებენ, რომ მამაკაცს თავის ქალის ტრეპანაცია და უმძიმესი ოპერაცია პოლიციის განყოფილებაში ცემის შემდეგ დასჭირდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
თვითმართველობა