შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ალბათ, შეიძლება საქართველოს ყიდვა, მაგრამ ივანიშვილს არ ეყოფა ფული"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37703 
 15 აპრილი 2019

"კი, ნამდვილად რჩება ასეთი შთაბეჭდილება. ჩემი აზრით, ცდება ივანიშვილი, თუ ფიქრობს, რომ იმავე ტექნოლოგიებით, რომლებიც 2012 წლის არჩევნების წინ გამოიყენა, ახლაც გავა ფონს. რა ვიცი, ალბათ, შეიძლება საქართველოს ყიდვა, მაგრამ ივანიშვილს არ ეყოფა ამისთვის ფული, გაცილებით მეტი თანხაა საჭირო... ბოლოს და ბოლოს, ფულის გარდა, ადამიანს ბევრი სხვა რამეც სჭირდება.

 ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” აშკარად აკლიათ ადამიანური რესურსი. ზოგიერთი მას მხარს უჭერს მანამ, სანამ ის ფულს უხდის, როგორც კი შეუწყვეტს ფინანსურ წყაროს, მაშინვე გარდაისახებიან. მოკლედ, მის გარშემო ძალიან ბევრი პოლიტიკური ქამელეონია, არადა, მას სჭირდება რეალური, პრინციპული ადამიანები, რომელთაც ენდობა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია