შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დანგრეული ისტორიული ძეგლები, განწირული ადამიანები და ესენი ნოტრ დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37727 
 16 აპრილი 2019
გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.როგორც ცნობილია,  რამდენიმე ფრანგმა  ბიზნესმენმა გადაწყვიტა  გამოყოს სოლიდური თანხა ტაძრის აღსადგენად. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფრანგი ფრანსუა ანრი პინო, რომელიც ტაძრის აღდგენის ფონდში 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. სწორედ აღნიშნულ ფაქტს, ეხმაურება  ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.
"დანგრეული ისტორიული ძეგლები, მშიერი ხალხი, დაავადებული, განწირული ადამიანები და კიდევ რამდენი რამ და ესენი ნოტრ-დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?! თქვენ საერთოდ... წყევლაზე გადავალ მალე", -წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია