შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აქ საყდრისი აგვიფეთქეს მილიონების საშოვნელად, საფრანგეთში მილიონები გროვდება ტაძრის აღსადგენად"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37717 
 16 აპრილი 2019

საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი,  პარიზის ღვთისმმშობლის ტაძრის ხანძრისგან განადგურებული ნაწილის აღსადგენად ქვეყანაში გამოცხადებულ სახალხო მობილიზაციაზე წერს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ფრანგი  ხალხის დამოკიდებულებას აფასებს. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ის პარალელს საქართველოში მილიონების შოვნისთვის აფეთქებულ საყდრისთან ავლებს: 

"დღეს ქალაქის მერიის, უკლებლივ ყველა თანამშრომელმა, ერთვის ხელფასი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გადარიცხა.

დიახ, შეიძლება მათ დიდ უმეტესობას არ აქვს რწმენა და ათეისტი, ან უბრალოდ სხვა რელიგიური ამღსარებლობისაა, მაგრამ მათ აქვთ უმაღლესი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და კულტურა. 
მე ვნახე უამრავი ადამიანი, მათ შორის დიდი ნაწილი ახალგაზრდობის, დახეული ჯინსებით, უცნაური სვირინგებით და ვარცხნილობით, თუ როგორ დასტიროდნენ ღვთისმშობლის ტაძარს...
საქართველოში საყდრისი აგვიფეთქეს მილიონების საშოვნელად. 
საფრანგეთში მილიონები გროვდება ტაძრის აღსადგენად. 
პ.ს. სად არის ღმერთი"?-წერს სულაშვილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია