შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აზავრეთში გაფიცული მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22241 
 16 აპრილი 2019
ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ აზავრეთის სკოლის ბავშვების ერთი ნაწილი ისევ სკოლაში, ოღონდ იმ კლასებში ისწავლის, რომლებშიც მდგომარეობა უსაფრთხოა, ნაწილი კი სოფლის კლუბში გადავა: „ეს საკითხები ჯერ დაზუსტებული არ არის. ახლა მთავარია, რომ ბავშვებმა სწავლა არ შეწყვიტონ“. მისივე თქმით, სწავლის გასაგრძელებლად ალტერნატიულ ფართად სოფელში დაკეტილი სახლებიც განიხილება: „აზავრეთში ბევრი დაკეტილი სახლია, მეპატრონეები რუსეთში ცხოვრობენ და თუ საჭიროა მათ სახლებსაც ვიქირავებთ“.ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი ამბობს, რომ ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით მშობლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „სადაც არ უნდა ისწავლონ დროებითი იქნება, ამიტომ გვინდა, რომ იყოს ყველაზე სწორი ალტერნატიული ვარიანტი. განიხილება სოფელში სხვადასხვა შენობა, ასევე, სკოლა მეზობელ სოფელში“. აზავრეთის სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, წლებია დაზიანებულია. აქ ცუდ მდგომარეობაშია სკოლის სახურავი, კედლები და იატაკი. მშობლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ახალი სკოლის აშენების დაპირებას არ მიიღებენ. აქციას, რომელიც რვა აპრილს დაიწო, მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება