შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხოჯევანიშვილი: ,,როგორც ინვესტორის წარმომადგენელს, გორის დილას დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიმიღია"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11261 
 17 აპრილი 2019
გორის ,,დილამ" ბოლო შეხვედრები წარუმატებლად ჩაატარა. ამის გამო, გულშემატკივარი უკმაყოფილებას გამოთქვამს. სოციალურ ქსელში ,,დილას" ოფიციალურ გვერდზე ადმინისტრაციას ცვლილებებისკენ მოუწოდებენ. გუშინ, ,,დილა" გამოეთიშა დავით ყიფიანის თასისთვის გათამაშებას. გორის ,,დილასთვის" ებრაელმა ინვესტორებმა 2016 წლიდან დაიწყეს ზრუნვა. მათი წარმომადგენელი მაშინ შიდა ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. მან 2018 წელს 38 000 ლარი აიღო ხელფასის სახით. გუბერნატორი აცხადებს, რომ გუნდის წარმომადგენლობას და პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია. ის მხოლოდ ინვესტორებთან შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. 2016 წელს, ,,დილას" ადმინისტრაცია წერდა, რომ ებრაელი ინვესტორები გორში, ფეხბურთელების და არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ გრძელვადიანი პროგრამის დასაწყებად, ჩამოვიდნენ, რაც კლუბს გაზრდასა და გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. ,,ახალმა მფლობელებმა კლუბის სამომავლო ზრდის შესაძლებლობები გამოიკვლიეს, რისთვისაც შეისწავლეს რამოდენიმე ვარიანტი პირველი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია