შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაპატიოთ ეს არ ნიშნავს, რომ მათთან უნდა ვიმეგობროთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37712 
 16 აპრილი 2019

ისწავლეთ ადამიანების პატიება და იყავით ბედნიერები, აპატიეთ არა მათ გამო, არამედ საკუთარი თავის გამო, ეს არის საკუთარი სიმშვიდის დაბრუნება.

ვაპატიოთ ეს არ ნიშნავსრომ მათთან უნდა ვიმეგობრო!  გააკეთეთ ეს თქვენთვის, რომ ისევ გააგრძელოთ ცხოვრება და წინ იაროთ. ნუ მოაპარინებთ წარსულის წყენებს თქვენს ცხოვრებას, პატიება ეს ბედნიერების გასაღებია და ნუ დაკარგავთ თქვენს ენერგიას წარსულზე ფიქრში.

გისურვებთ ჰარმონიას საკუთარ თავთან და სამყაროსთან. სრული ჰარმონია კი მაშინ მიიღწევა, როდესაც  პატიება და პატიების თხოვნაც გულწრფელია.

ვინმესთვის პატიება ეს ჩვენ გვჭირდება. ჩათვალეთ, რომ მან რაღაც გასწავლათ თავისი ფუნქცია შეასრულა.

მაათმა განდის დავესესხები და გეტყვით მეც, „სუსტები ვერასოდეს პატიობენ, პატიება ძლიერებს შეუძლიათ მხოლოდ“. იყავით სწორედ ასეთი ძლიერები და გამარჯვებულები, რომლებიც უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, ვიდრე წყენა და მიუტევლობაა.

აპატიეთ… განთავისუფლდით წყენისგან , გული პოზიტივით აივსეთ და დატკბით ცხოვრებით. და თქვენ ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება ყველაფერი საკუთარ ცხოვრებაში და გარშემო უკეთესობისკენ.

დიახ! თქვენ იმსახურებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და წარმატებას

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა