შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ მმართველი გუნდი დროზე არ წავიდა, ივანიშვილი ყველაფერს ჯიბეში ჩაიდებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37726 
 16 აპრილი 2019

ანაკლიაში არასამთარობო ორგანიზაციამ “ერთად სახლში“ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ჩართვის“ საშუალებით კითხვები დაესვათ.

შეკრებილებმა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვს მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ისინი უჭერენ და იმ აღმშენებლობის პროცესს, რომელიც სამეგრელოში 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და „ქართული ოცნების“ პირობებში შეჩერდა.

„ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა ერთად სახლში, რომლებიც ვაწევრიანებთ ყველა პატრიოტ ადამიანს. საქართველოს მასშტაბით გვიერთდებიან ახალგაზრდები და არის დიდი აქტივობა სამეგრელოში. ვგულშემატკუვრობთ სანდრა რულოვს. ჩაგვერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ანაკლიელებმა დაუსვეს შეკითხვები. ჩვენი მთავარი იდეოლოგი არის მიხეილ სააკაშვილი და ახლა იწყება ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად“ - განაცხადა „ერთად სახლშის“ ხელმძღაველმა სალომე ჭელიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვისას იმ პროექტებზე გაამახვილა ყურარება, რომელის მისი მმართველობის დროს დაიწყო და ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც სააკაშვილმა თქვა, თუ მმართველი გუნდი დროზე არ წავიდა "ივანიშვილი ყველაფერს ჯიბეში ჩაიდებს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თიბისი ბანკის წინააღმდეგ, მიმდინარე შეტევაზე და თქვა, რომ ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ინტერესშია, რადგან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შეძენა რუსულ კომპანიას სურს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია