შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი"- ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37735 
 17 აპრილი 2019

ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ოქრუაშვილის ახალი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია იქნება. პოლიტიკური გეგმების შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, კემულარიას გარდა, კიდევ ბევრი იქნება მის გვერდით, თუმცა ამ ეტაპზე მათთან შეუთანხმებლად არავის დაასახელებს. მისი განცხადებით, მოახლოებულ საარჩევნო ციკლში არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ყველაზე რეალური პრეტენდენტი მხოლოდ ერთი ადამიანია – ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დამარცხდება თავისი სისულელეების კეთების შედეგად. ეს არის ჩემი დასკვნა” ამბობს ოქრუაშვილი. 

ოქრუაშვილის თქმით, უფიქრია, რომ მისნაირ ადამიანს მორალური უფლება არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ ირგვლივაც მისნაირი ან უარესები არიან:

"საბოლოო ჯამში, მიფიქრია მაინც, რომ ჩემნაირ ადამიანს მორალური უფლება არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოვიხედავ ხოლმე და პოლიტიკურ სპექტრს თვალს გადავავლებ, ან ყველა ჩემნაირია, ან ჩემზე უარესი. ეს არის სამწუხარო რეალობა და თუ გვინდა ახლა ისევ უბიწობის და ქალიშვილობის რაღაც კრიტერიუმებით ვეძებოთ პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში, ეს ასე არ იქნება და შეუძლებელია ასე იყოს უცბად, სანამ თაობები არ შეიცვლება. დრო ცოტა გვაქვს, ცხოვრება გავიდა და უნდა შევცვალოთ რაღაცები, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც 2004 და 2012 წლებში იცვლებოდა”. განაცხადა ოქრუაშვილმა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება