შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორი - კომპანიები, რომლებიც საპენსიო სისტემაში არ დარეგისტრირდნენ, დაჯარიმდებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37738 
 17 აპრილი 2019

იმ კომპანიებზე, რომლებმაც კანონის მოთხოვნები არ შეასრულეს და არ დარეგისტრირდნენ ჩვენს სიტემაში, გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპანსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სანქციები გულისმობს პირველ ჯერზე 500, ხოლო შემდგომ დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში 1000 ლარის ჯარიმის დაკისრებას.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამჟამად შემოსავლების სამსახურის მონაცემების ანალიზი ხდება, რის შედეგადაც ის კომპანიები გამოვლინდება, რომლებმაც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვას თავი აარიდეს.

„შემოსავლების სამსახურის მონაცემების ანალიზის პროცესში ვართ ახლა, რის შედეგადაც გამოიკვეთება კომპანიები, რომლებსაც აქვთ სახელფასო განაცემები და არ არიან რეგისტრირებულნი ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად, არ იხდიან საპენსიო შენატანებს. ასეთი კომპანიები პირველ ეტაპზე 500, შემდგომ კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან,“ - განაცხადა „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა