შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი თვითონ არის უწიგნური"- შენგელაია ივანიშვილის გადასაყენებლად სამოქალაქო მოძრაობას იწყებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37755 
 17 აპრილი 2019

რეჟისორი გიორგი შენგელაია ახალ სამოქალაქო მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-ს თავად რეჟისორმა დაუდასტურა. შენგელაია დარწმუნებულია, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ქვეყნისთვის გული შესტკივა. ისინი არ ჩანან, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა ცუდი ადამიანი შემოიკრიბა გარშემო.

"მინდა გითხრათ, რომ დავაარსე სამოქალაქო მოძრაობა „ხალხის ნება“, რომლის თავმჯდომარეც ვიქნები. მიზნები მაქვს ძალიან კარგი. გუნდის წევრები ვინ იქნებიან, წინასწარ არ გეტყვით, ბრიფინგზე გაგაცნობთ. წინასწარ გეტყვით, რომ ჩემი გუნდის წევრები იქნებიან კულტურული, კარგი, განათლებული, უმწიკვლო და არამომპარავი ხალხი. 21 აპრილს 3 საათზე პარლამენტის წინ იქნება ჩემი პირველი საინფორმაციო მიტინგი. ველოდები, რომ ამ მიტინგზე მოვლენ განათლებული, წესიერი, უმწიკვლო, არამექრთამე, კორუფციაში გაუხვეული ხალხი. რაც მთავარია, მოვწოდებს ახალგაზრდობას, რომ ჩაერთონ ამ საქმეში. 

დიდ კაცს დიდი გეგმები უნდა ჰქონდეს.საპრეზიდენტო არჩევნებში იმ მიზნით ვიღებდი მონაწილეობას, რომ ამ ნაძირლებისთვის გადამევლო. იქ რომ ვნახე, რა ფული ტრიალებდა, გადავირიე. მე მაგდენი ფული არ მაქვს, ჯიბის ფულიც კი არ მაქვს. მერე მე თვითონ მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. ახლა დავაარსე „ხალხის ნება“.

ჩემი მიზანი არის, ხელისუფლებაში მოვიყვანო კულტურული და განათლებული ხალხი. ასეთი ადამიანებით სავსეა საქართველო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის უწიგნური, ამიტომ ვერ არჩევს ვინ არის კარგი, ვინ ცუდი და ყველა ცუდი ჰყავს გარშემო შემოკრებილი."- განაცხადა შენგელაიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია