შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წყალი კედლიდან შემოდის - რა მდგომარეობაშია გურჯაანის დიდების მემორიალური მუზეუმი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30594 
 18 აპრილი 2019
გურჯაანში დიდების მემორიალზე მდებარე მუზეუმში წვიმის დროს კედლებიდან წყალი ჩადის. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა სალომე ბოგვერაძემ განმარტა, პრობლემა წლებია უკვე არსებობს.


„სამსახურის ხელმძღვანელად რომ დავინიშნე, ასეთი სიტუაცია დამხვდა. წვიმის დროს წყალი კედლიდან შემოდის, იმიტომ, რომ თვითონ შენობა მიწაზეა მიდგმული. ექსპონატებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ჭერზეა ჩამოკიდებული და კედელს არ ეხება. არის სინესტე, მაგრამ შენობა ხშირად ნიავდება. ჩემი მოსვლის დღიდანვე ამ საკითხზე მერია სქმის კურსში ჩავაყენე.“


მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ძირითადი ხარჯები დათვლილია.
„იცით, რომ 2018-2019 წლებში პრიორიტეტებად დასახული გვაქვს სოფლების წყლების და გზების გაკეთება, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მუზეუმებს, პრობლემები არა მარტო მემორიალზე სხვაგანაც გვაქვს. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ჯერ ის პრობლემები მოგვარდეს, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შემდეგ მუზეუმებსაც მივხედავთ. მონახაზები უკვე გაკეთებული გვაქვს. სავარაუდოდ, ამ წელშივე, როგორც კი თანხა გამოჩნდება, ამ პრობლემების მოგვარების საკითხიც გადაწყდება.“


მისივე თქმით, მუზეუმების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია