შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლადო ხინჩეგაშვილი 28 წლის გახდა - მისი ბავშვობის ფოტოები

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11268 
 18 აპრილი 2019
დღეს, გორის სპორტის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი  სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 28 წლის გახდა. დაიბადა ქ. გორში, 1991 წლის 18 აპრილს. დაამთავრა გორის მე-9 სკოლა. ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (55 კგ). 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა. 2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. 2016 წელს, სერიაში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ვასილ ბალახაძის წიგნი "ვლადიმერ ხინჩეგაშვილი".
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები