შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცქიტიშვილი – პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრა შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38170 
 18 აპრილი 2019

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრა შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდება, – განაცხადა ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ დუისში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე.

მაია ცქიტიშვილის გარდა, პანკისში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეცვან დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა იმყოფებიან. მოსახლეობასტან მინისტრების შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

“ბევრი შეხვედრა იმართება დახურული. თუმცა, არანაირ უხერხულობას ეს არ ქმნის. ჩვვენ ვართ ღია და მედიას აქვს წვდომა ინფორმაციაზე” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა სოფელ დუისში ახალგაზრდებს, ქალთა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

19 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაწანში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. სოფელ ხალაწნის მაჟორიტარ დეპუტატს, მაგდანა ალხანაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა, რის გამოც შუალედური არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია