შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ ოპოზიცია შეცდომებს არ დაუშვებს, არსებული რეალობის შეცვლა შესაძლებელია"- ძაბირაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37758 
 17 აპრილი 2019

თუ ოპოზიცია შეცდომებს არ დაუშვებს, არსებული რეალობის შეცვლა შესაძლებელია, – ამის შესახებ „აიპრესს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა კითხვაზე, რამდენად აქვს ოპოზიციას შესაძლებლობა არსებული რეალობა შეცვალოს.

„ოპოზიციის რესურსი არის ის, რომ საკმაოდ დიდი ნაწილია იმ ელექტორატის, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ელექტორატი თავისთავად სადღაც წავა. სწორი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ეს რესურსი ოპოზიციამ თავისკენ გადაიბიროს და მისი მხარდამჭერი გახადოს. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

თუ ოპოზიცია სწორად იმუშავებს და შეცდომებს არ დაუშვებს, ამის მიღწევა შესაძლებელია. ოპოზიციას ივანიშვილის გარეშეც შეეძლო ჩემი აზრით „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ფაქტობრივად ეს გახდა შეუძლებელი. თუ დღეს ასეთ შეცდომებს არ დაუშვებენ და ერთმანეთთან ურთიერთობებიც ექნებათ, რაღაც პრინციპებზე შეთანხმდებიან, ვფიქრობ, რომ ეს რეალურია“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია