შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოხარული ვარ, ოზურგეთში მუშაობით"-უფრო მეტი ნევენა მიტევას შესახებ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37762 
 18 აპრილი 2019

უფრო მეტი ნევენა მიტევას შესახებ (ბულგარელი რეჟისორისა და ოზურგეთის თეატრის კოპროდუქცია)

ბულგარელი რეჟისორი ნევენა მიტევა ქალაქ გაბროვოს საპატიო მოქალაქეა, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაბროვოს დრამატულ თეატრს, რომელიც ცნობილი იყო, როგორც კომედიის თეატრი.

უკვე მრავალი ათეული წელია ქალაქ გაბროვოში ტარდება კომედიური და მონო სპექტაკლების ფესტივალი. ორივე მიმართულება ნევენა მიტევას ახლობელი და საყვარელი სფეროა. მრავალ პრიზს შორის, რომელთა მფლობელიცაა, გამოარჩევს გერმანიაში, ჰანოვერში მიღებულ საუკეთესო რეჟისორის პრიზს, განხორციელებული აქვს რამდენიმე მონო სპექტაკლი, რომელმაც მოიარა მსოფლიო და მასში მონაწილე მსახიობებსაც სხვადასხვა საპატიო ჯილდოები გადაეცათ. ნევენა მიტევა არის ბულგარეთის საერთაშორისო თეატრალური მონოდრამის ფესტივალის დამფუძნებელი.

მისი ბოლი მონო სპექტაკლი „კომედიანტი ქალი“ ექვს ფესტივალზეა მიწვეული. ბევრს მუშაობს საზღვარგარეთ - რუსეთში, გერმანიაში, ბელორუსიაში, რუმინეთში, სომხეთში და ახლა საქართველოში, ასევე ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქისა და დედაქალაქის თეატრებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მიიჩნევს, რომ რეჟისორობა თავისთავადაც მოიცავს მსახიობის აღზრდის ელემენტებს: „ ყველა ერთ სტილში, რიტმში უნდა გააერთიანო, ეს არ არის მარტივი ამოცანა,“ - ამბობს ქალბატონი ნევენა.

ქართულ- ბულგარული კოპროდუქციას კი ასე წარმოგვიდგენს: ნევენა მიტევა, რეჟისორი: „ _ ეს არის თანამედროვე ბულგარული პიესა, რომლის თემა აქტუალურია სხვადასხვა ქვეყანაში. შესაძლებელია საქართველოში შენარჩუნებულია ახალგაზრდებისაგან მოხუცების პატივისცემის, მოფერების ტრადიცია, ოჯახში თაობათა კავშირი. ევროპაში ეს კავშირები დარღვეული გახლავთ. ჩემი სატკივარიც ესაა, ჩვენ ვხდებით მეტად მარტოსულები, საკუთარ პერსონაზე ოროენტირებულები. ესაა ამ სპექტაკლის თემა, თქვენთან თუ არ დგას ეს პრობლემა ამაზე პროფილაქტიკის მიზნით უნდა ვილაპარაკოთ ქართული თეატრის სცენიდან. მოხარული ვარ, ოზურგეთში მუშაობით. ვფიქრობ, თეატრის მსახიობებიც ჩემსავით ფიქრობენ და კმაყოფილები არიან. ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ იუმორით, თუმცა სპექტაკლის ბოლოს მარტოობის სევდა მეტად იგრძნობა. მაყურებელს პირველად კომედიის მოლოდინს ვუქმნით, ვყვებით იუმორით და მაინც რჩება ტკივილი.

ლია კილაძე, თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია