შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლება Black Sea Arena-ზე 6 ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37785 
 18 აპრილი 2019

ხელისუფლება მხოლოდ Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში და მხოლოდ ამ სეზონზე კონცერტებსა და გასართობ ღონისძიებებში 6 ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს. ცნობილია, რომ შემსრულებლების ჰონორარი ბიუჯეტს 4 მილიონ 500 ათასი, ტექნიკური სამუშაოები კი 2 მილიონი ლარი დაუჯდება. არც შემსრულებლების და არც ღონისძიებების გრაფიკი, ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

შესყიდვების სააგენტოს გვერდზე უკვე განთავსდა Black Sea Arena-ს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ის არა ტენდერის ჩატარებას, არამედ შემსრულებლების დაქირავებას გამარტივებული წესით გეგმავს და 6-ს მილიონზე მეტს მათ გადაუხდის, ვისაც თავად შეარჩევს.

Black Sea Arena-ს ხელმძღვანელობა რამდენიმე კვირის შეცვლილია, სეზონი კი კარზე მომდგარი. არენაში ამტკიცებენ, რომ პირდაპირი შესყიდვის გარეშე კონცერტები საერთოდ ვერ იქნებოდა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ცნობილი შემსრულებლებს ტენდერში მონაწილეობა არ უნდათ. 

Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს 2016 წელს გადასცა. საზოგადოების ნაწილი მაშინ ვარაუდობდა, რომ ძვირადღირებული დარბაზის შენახვა ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ასეც მოხდა. გასულ წელს Black Sea Arena-ამ სეზონი მრავალმილიონიანი ზარალით დახურა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა