შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მედპერსონალის შეურაცხჰყოფა დასჯადი ხდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30599 
 19 აპრილი 2019
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხჰყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.


საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.


აკაკი ზოიძის განმარტებით, ინიციატივა პაციენტის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. „გახშირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის ფაქტები. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შეშინებული და დათრგუნული ექიმი არ უნდა უწევდეს მას დახმარებას. ეს არის ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ დამატებით სამართლებრივ გარანტიებს,“ - განმარტა მან.
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია