შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22278 
 18 აპრილი 2019
ორწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ყოველ თვეში ფულად დახმარებას იღებდნენ, გაუქმდა. მიზეზი ისაა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე–ჯავახეთში შობადობის სტატისტიკა გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განამვლობაში რეგიონში 200–ზე მეტი ბავშვი დაიბადა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 2016 წელს სამცხე–ჯავახეთში 296, 2017 წელს კი 237 ბავშვი დაიბადა. პროგრამა 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ბავშვებს ეხებოდათ. თუმცა, შეწყვეტის შემდეგ ის ბავშვები, რომლებიც 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაიბადნენ, დახმარებას ორი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ მიიღებენ. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულები კი პროგრამას ავტომატურად გამოეთიშებიან. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება