შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22287 
 18 აპრილი 2019
დღევანდელი ღონისძიებაში, რომელიც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით მოეწყო, მონაწილეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლა იღებდა. კონფერენციის მიზანი იყო მდგრადი განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი გააქტიურება და ამ პროცესებში ჩართულობა. „კონფერენცია ითვალიწინებს მოსწავლეების ინფორმირებულობას იმ მიზნების და ამოცანების თაობაზე, რომელსაც ითვალიწინებს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.კონფერენციას ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს რესურსცენტრის დირექტორმა მადლობის სიგელები გადასცა. ჟიურის წევრებმა კი რჩეული გუნდი წიგნებით დაასაჩუქრეს.კონფერენციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერლის გიორგი კეკელიძის 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღეს გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ,სკოლის დირექტორებმა თავიანთ მოსწავლეებს სამახსოვროდ სხვადასხვა სახის ლიტერატურა გადასცეს. საგანმანათლებლო რესურსცენტისგან საჩუქრად წიგნები მიიღეს ჟიურის წევრებმაც.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება