შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ნიჯგორში პოლიციელს სცემეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22272 
 17 აპრილი 2019
შემთხვევა სოფელში 13 აპრილს, ერთ–ერთი ბრალდებულის პ.წ–ს საცხოვრებელ სახლში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით პ.წ. პოლიციელს თანასოფლელთან ნ.ლ–სთან ერთად ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბრალდებულების ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ჩხუბის მიზეზი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდებოდა, პ.წ–ს მასთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. 112–ზე არსენ ასპანიძემ დარეკა. სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მათ ბრალი 15 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. 16 აპრილს კი ასპინძის მაგისტრანტმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პ.წ–ს 5 000 ლარი, ხოლო ნ.ლ–ს 4 000 ლარი შეუფარდა.„დაპირისპირების მიზეზი ძალიან პირადული საკითხი იყო. რეალურად, პოლიციელს პ.წ. დაუპირისპირდა, ნ.ლ აშველებდა, თუმცა ისიც როგორც ჩხუბის თანამონაწილე ისე დააკავეს, რადგან ასპანიძე ამბობს, რომ ნ.ლ–ც მირტყამდაო“, – გვიყვება ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი. ასპანიძე ამ დრომდე თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში წევს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თანასოფლელების თქმით, მას შემთხვევის შემდეგ ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია