შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძასა და ახალდაბაში პოლიციის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22281 
 18 აპრილი 2019
ახალდაბაში მომხდარი ავარიის შედეგად შინაგან საქმეთა სამინსიტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დაზიანდა. ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები კი მსუბუქად დაშავდნენ. „ორივე მათგანს გამოკვლევები ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელი იყო და სახლებში გავწერეთ“, – გვითხრა ბორჯომის საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ. მომხდარზე შსს–მ ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც გულისხმობს „მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“. მეორე ავარია ასპინძაში, ხვილიშას ეკლესიასთან მოხდა. ამჯერად, პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივი მანქანით არ იმყოფებოდნენ. საჭესთან საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ი.გ. იჯდა. „მან ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და გზის გვერდულს შეეჯახა. მომხდარის შედეგად არც მძღოლს და არც მგზავრს დაზიანება არ მიუღიათ. მძღოლი ავტომობილს მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში, საგზაო წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით“, – გვითხრეს შსს–ში. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია