შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამინისტრო სკოლებისთვის ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამების შეძენას გეგმავს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 19 აპრილი 2019
ვირტუალური ლაბორატორიის ელექტრონული პროგრამების გამარტივებული წესით შეძენაზე, შეშესყიდვების სააგენტომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უარი უთხრა. ათი საჯარო სკოლისთვის პროგრამების ტენდერის გარეშე შესაძენად სამინისტროს 50 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას ქალაქ ბათუმის N20, N6, N13, N1, N16, N15, ასევე ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის N1 და N2 საჯარო სკოლებისთვის გეგმავს. სამინისტროს განმარტებით შპს „მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიამ“, „საქპატენტისგან“ მიიღო დეპონირების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ იგი ფლობს საავტორო უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე. აქედან გამომდინარე სამინისტრომ ჩათვალა, რომ „პროგრამის შინაარსიდან და საავტორო უფლების გათვალისწინებით, მისი შესყიდვა ტენდერის გზით ვერ განხორციელდება“. შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ სამინისტროს განმარტებით „ზემოაღნიშნული პროგრამა ერთადერთი სრული ვერსიაა ამ სფეროში და არ არსებობს ალტერანტივა“, თუმცა, „სამინისტროს ამის დამდასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია“. შესაბამისად, სააგენტომ სამინისტროს მიმართვა, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, საერთოდ განუხილველი დატოვა. „სამინისტრომ სააგენტოს მიმართა დროის მოგების მიზნით. ვინაიდან თანხმობა ვერ მივიღეთ, პროგრამების შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. მართალია შესყიდვის პროცედურები ტენდერის გამო დროში გაიწელება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სკოლებისთვის ამ პროგრამების შეძენას მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოვასწრებთ“ – გვითრეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება