შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე-12 კლასელებისთვის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები განისაზღვრა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37764 
 18 აპრილი 2019

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების პერიოდები განისაზღვრა.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაცია 21-22 მაისი იქნება შესაძლებელი; ხოლო საგამოცდო პერიოდი 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება.

ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,  თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის  მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია