შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩემი ნებით არ წავალ და თუ მაგარი ბიჭი ხარ აბა გამაგდე"- ეკონომიკის მინისტრი პრემიერს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37765 
 18 აპრილი 2019

„განცხადებას არ დავწერ და თუ მაგარი ბიჭი ხარ, მომხსენი“ – პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირების დეტალების შესახებ „თაიმერს“ წყარომ კულუარული ინფორმაცია მიაწოდა.

საქმე ეხება პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს შორის დაპირისპირებას. “თაიმერის” სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვების შესახებ შეუთვალა. ამასთან, როგორც პრემიერთან დაახლოვებული პირი ამბობს, ბახტაძეს ქობულიას გაშვების დავალება ბიძინა ივანიშვილმა მისცა, რომელიც, თავის მხრივ, ქობულიას შემცვლელად ნათია თურნავას ამზადებს.

„თურნავა ყველაფრის უსიტყვოდ შემსრულებელია. მას ასევე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილიც ლობირებს“ – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ინფორმაციის ავტორი. მოვლენები, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობდა, ასე განვითარდა: ქობულიამ ბახტაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეტიც, პრემიერს შიკრიკი იქით გაუგზავნა და შეუთვალა, ჩემი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადებას არ დავწერ და თუ მაგარი ბიჭი ხარ, გამანთვისუფლეო. რაც, დიდი ალბათობით, რისკებს შეიცავს, რადგანაც, ქობულიამ, შესაძლებელია, გუდას პირი მოხსნას და ძალიან ბევრი რამე მოჰყვეს. მათ შორის, „ომეგას“ ქეისთან დაკავშირებითაც. ეკონომიკის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა, შესაძლებელია, ამ დღეებში არაკონტროლირებადი გახდეს – ამბობს საინფორაციო სააგენტოს წყარო.

timer.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია