შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"განქორწინებული მამაკაცი - თავისუფალია, განქორწინებული ქალი - მარტოხელა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37770 
 18 აპრილი 2019

სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ მალკოლმ დე შაზალის გამონათქვამებს.

მალკოლმ დე შაზალი (1902-1981 ფრანგულად Malcolm de Chazal) - აღმოსავლეთ აფრიკელი პოეტი და მხატვარია. წერდა ფრანგულ ენაზე.
მისი წინაპრები საფრანგეთიდან მავრიკიზე გადასახლდნენ. მალკოლმ დე შაზალმა განათლება აშშ-ში მიიღო, იყო პროფესიით აგრონომი. სამშობლოში 1925 წელს დაბრუნდა. 1937-1957 წლებში მუშაობდა ტელევიზიაში. ამ პერიოდში გამოუშვა რამდენიმე წიგნი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ. მოგვიანებით დაიწყო ლექსების, აფორისტულ-ფილოსოფიური პროზის წერა, ხატვა ნაივის მანერით. შაზალის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, დანიურ, სლოვენიურ ენებზე.

  • ქალები საუბრის დროს ჭამენ, მამაკაცები ჭამის დროს საუბრობენ.
  • ქალები ბანაობენ, მამაკაცები - ცურავენ. ამიტომ ქალებს საბანაო კოსტიუმები აცვიათ, მამაკაცებს კი - საცურაო.
  • განქორწინებული მამაკაცი თავისუფალია. განქორწინებული ქალი - მარტოხელა.
  • ფულიანი მამაკაცი პიროვნებაა. ფულიანი ქალი - ადამიანი.
  • მამაკაცი ცხოვრებისგან ყველაფერს ძალით იღებს, ქალი - ინტრიგებით.
  • მამაკაცის ბედნიერებაა - მინდა. ქალის ბედნიერებაა - მას უნდა.
  • ქალებს ოცნებები აქვთ, მამაკაცებს - გეგმები.
  • ქალისთვის მთავარია, ითამაშოს, მამაკაცისთვის - მხოლოდ მოიგოს.
  • შესაძლებელია, იპოვო დიპლომატი, რომელიც ზოგიერთ ქალზე ბევრად და უკეთესად იტყუება, მაგრამ ვერ იპოვი ვერც ერთ დიპლომატს, რომელიც ქალზე უფრო სწრაფად იტყუება.
  • მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით.
  • მამაკაცს არ მოსწონს სიყვარული სექსის გარეშე, ქალს - სექსი სიყვარულის გარეშე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება