შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 11-ჯერ გაიზარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37787 
 19 აპრილი 2019

გასულ წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით შესაბამის უწყებას 11-ჯერ მეტმა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მიმართა, ვიდრე 2017 წელს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2016-2018 წლებში 7 286 მღვდელმსახურსა და სასულიერო სასწავლებელის მოსწავლეს გადაუვადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, თუმცა თუ 2016 წელს 426-მა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მოითხოვა გადავადება, 2017 წელს კი 553-მა, გასულ წელს ეს რიცხვი 11-ჯერ - 6 307 ადამიანამდე გაიზარდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მღვდელმსახურებში ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანი მოიაზრება, რომელიც შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია