შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არშეშვების სტატისტიკა გაიზარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37793 
 19 აპრილი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ავსტრიაში საქართველოს 1650 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 105 ქვეყანაში არ შეუშვეს.

საქართველოს მოქალაქეთა არშეშვებისსტატისტიკით, ავსტრიის მაჩვენებელი შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად აღემატება.

შედარებით მაღალია უარის ფაქტები კვიპროსის შემთხვევაშიც, სადაც 1011 მოქალაქე გაემგზავრა, საზღვრის გადაკვეთა კი, 39-მა ვერ შეძლო.

სხვა ქვეყნების მაჩვენებელი კი, ასეთია: გერმანია – 6056 გამგზავრება და 31 უარი; იტალია – 2913 გამგზავრება და 30 უარი; საბერძნეთი – 3730 გამგზავრება და 13 უარი; ესპანეთი – 1497 გამგზავრება და 37 უარი; საფრანგეთი – 1595 გამგზავრება და 35 უარი; პოლონეთი – 3185 გამგზავრება და 20 უარი; უნგრეთი – 1109 გამგზავრება და 10 უარი; ჩეხეთი – 1491 გამგზავრება და 3 უარი; ლატვია – 708 გამგზავრება და 27 უარი; ბელგია – 168 გამგზავრება და 4 უარი; ბულგარეთი – 102 გამგზავრება და 1 უარი.

შსს-ს ინფორმაციით, სამ ქვეყანაში საქართველოს ყველა მოქალაქე შეუშვეს – ნიდერლანდებში 331 მოქალაქე გაემგზავრა, ლიეტუვაში – 501, რუმინეთში  – 10.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია