შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეიძლება ივანიშვილს თვითონ აწყობს მოახჩოს ისედაც სიკვდილის პირას მისული" ქართული ოცნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37808 
 19 აპრილი 2019

“არ ვეთანხმები ამ ვერსიას, ისევე როგორც ამ შეთქმულების თეორიებს არ ვეთანხმები პრინციპულად”, – ასე პასუხობს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “დაიცავი საქართველოს” შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელსაც “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანმა ჰკითხა – ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ შესაძლოა ივანიშვილს თვითონვე აწყობდეს მოახჩოს ისედაც სიკვდილის პირას მისული" ქართული ოცნება" და ახალი ძალის აღმოცენებას მისცეს გასაქანი”.

“ისევე როგორც თავის დროზე სხვადასხვა პოლიტიკოსი აპირებდა შევარდნაძისთვის თავი შეეთავაზებინა, რომ მე უკეთესი ვიქნები, ვიდრე ჟვანიას მოქალაქეთა კავშირიო. ბიძინა ივანიშვილმა შეიქმნა გარკვეული ოცნება, მისი პარტია არის ქართული ოცნება. რომელიმე სხვა პარტიის გამძლიერებელი “ოცნების” ხარჯზე ის არ იქნება, მაგრამ გასაგებია, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან “ნაცმოძრაობის” ზიზღში. 2020 წელს ილაპარაკებენ, რომ 8 წლის წინ “ნაცმოძრაობა” რომ მართავდა ქვეყანას იყო ცუდი. ეს იქნება არა თუ ღიმილის მოგვრელი, არამედ ხარხარის მდგომარეობა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია