შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ვერ გამოიტანა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 22 ოქტომბერი 2018
„მოვისმინეთ მხარეების მოსაზრებები და რამდენიმე კითხვაზე პასუხი დაგვრჩა მისაღები. რაღაც პატარა საკითხებია ჯერ კიდევ შესასწავლი, ასე ზერელედ ვერაფერს გადავწყვეტთ“, – ამბობს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძე და ამატებს, რომ გადაწყვეტილებას ხვალ, 23 ოქტომბერს, მიიღბენ. შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ორ ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა. ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა. [მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება