შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილმა “ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38211 
 20 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.

პრეზიდენტმა დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას” მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, „ევროპა ნოსტრა” კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია. დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია