შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდით ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 ოქტომბერი 2018
ნინიწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ ტოროიანის მიერ, საკრებულოს ფეისბუქის გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს მიიღო. „განვიხილეთ საქმე, დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. საქმე გადაიგზავნა სასამართლოში შემდგომი განხილვისთვის“, – ამბობს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძე.ახალქალაქის რაიონული სასამართლო საქმეს ორ დღეში განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ორ ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა. ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა. [მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია