შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს"- სააკაშვილი ზალკანიანზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37827 
 20 აპრილი 2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ესპანეთში დაიჭირეს ქურდები და ჩვეულებრივი ხალხი, ქურდები გაუშვეს, რადგან ფული ჰქონდათ და ადვოკატი აიყვანეს, ხალხს კი დამცველი არავინ ჰყავს.

"ახლა ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, ვინმე ზალკანიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციასო; ანუ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რათა ამ ხალხმა ვერ მიიღოს სტატუსი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის ინფორმაციითვე, მალე გერმანიაშიც იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტაციის შესახებ.

ცნობილია, რომ ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების" სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურა რთულდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია