შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რითი შეიძინა ძაღლების დროებითი თავშესაფრის უკვე ყოფილმა დირექტორმა ძვირადღირებული ავტომანქანა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37814 
 20 აპრილი 2019

"გურიის მოამბის" ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოზურგეთში ძაღლების თავშესაფარი აშენდება, სადაც ასევე საუბარია დროებითი თავშესაფრის  ხელმძღვანელი ახალ შეძენილ ძვირადღირებული ავტომობილის შესახებ,  გოგი მაღლაფერიძე წერილით გამოეხმაურა, სადაც იმ შემოსავლებზე წერს, რითიც მან სხვადასხვა სახის ქონება დააგროვა. წერილს მისივე თხოვნით უცვლელად გთავაზობთ:  

 ძაღლების თავშესაფარი გავასხვისე 2018 წელში, რომელსაც ჰყავს 2 სხვადასხვა  მეპატრონე. მე ამ თავშესაფართან  არანაირი შეხება არ მაქვს, უკვე, მეორე წელია. სერვისცენტრში ვმუშაობ რიგით თანამშრომლად. რაც შეეხება ჩემს სიმდიდრეს, ეს არის ნამდვილი ბოდვა. გამომდინარე იქედან, რომ მე პირად საკუთრებაში არც მქონია და არც მაქვს არანაირი უძრავი ქონება. მე ვცხოვრობ ჩემი მეუღლის ბინაში, რომელიც შევიძინეთ 1990 წელს ერთობლივად.რაც შეხება ავტომანქანებს, მყავს 1 ავტომანქანა „სუბარუ ფორესტერი“, რომელიც შევიძინე 2016 წელს, 2003-ის გამოშვებაა; ერთი „ოპელ ასტრა“ მყავს, 1000 დოლარიანი და რაც შეეხება „ტოიოტა ლენდ-კრუიზერ პრადო“-ს, ის შევიძინე თავშესაფრის გაყიდვიდან  მიღებული თანხით და თიბისი ბანკის ლიზინგით 25 ათასი ლარით.  აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია თიბისი ბანკის ბალანსზე.

ცნობისათვის: სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვმუაობ და მერიცხება ხელფასი 740 ლარი,  აიპ. სერვის ცენტრში 320 ლარი. ოჯახში მაქვს სხვა შემოსავალი. მეუღლეს ერიცხება ხელფასი და პენსია 500 ლარი, შვილს და შვილიშვილს 300 ლარი. სულ ჩვენი ოჯახის შემოსავალი წელიწადში შეადგენს,  1860 ლარს. ასევე, სოფელ  დვაბზუში ვფლობ,თხილის  სრულ მოსავლიან პლანტაციას 1,5 ჰა. სადაც, საშუალოდ ვიღებ 1500-2000 კგ თხილს.

პატივისცემით გიორგი მაღლაფერიძე

გთავზობთ  იმ ამონარიდს წერილიდან "ოზურგეთში ძაღლების თავშესაფარი აშენდება, რა ბედი ელით ხვალიდან ქუჩის ძაღლებს", რომელსაც გოგი მაღლაფერიძე  აღნიშნული წერილით გამოეხმაურა

"რაც შეეხება მიუსაფარ ძაღლთა დროებით თავშესაფარს, რომლსაც გოგი მაღლაფერიძე უკვე წლებია ხელმძღვანელობს, ვერც ერთ ეტაპზე პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ოზურგეთში ამ მხრივ მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება და როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ძაღლებს არც დროებითი და არც ხანგრძლივი მოვლა-პატრობის არაფერი ეტყობათ,  განსხვავებით მათი "შეფისგან", რომელიც ყოველწლიურად უფრო ძვირად ღირებულ ავტონქანასთან ერთად, ახალი ბინების ყიდვასაც უპრობლემოდ ახერხებს. 

შესახსენებთ, რომ გუშინ სუპერმარკეტ "მოდერნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლებმა 76 წლის ქალბატონი დაკბინეს"-ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა